|
2021-09-21 15:13:04, 1073 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო კომპანია, Evergrande-ი გაკოტრების პირასაა
ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო კომპანია, Evergrande-ი გაკოტრების პირასაა, რამაც საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე პანიკური ვაჭრობა გამოიწვია. ინვესტორები ფიქრობენ, რომ კომპანიის კოლაფსმა, შესაძლოა, ჩინეთის ეკონომიკის გარდა, სხვა კომპანიებიც გლობალური ეკონომიკური მასშტაბით დააზარალოს. კომპანია უძრავი ქონების დაბალ ფასებში გაყიდვას ცდილობს, თუმცა აღნიშნული აქტივის დაბალი ლიკვიდურობიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვადის ამოწურვამდე საჭირო თანხის შეგროვება ვერ მოხერხდება. ანალიტიკოსების შეფასებით, 84 მილიონი დოლარი Evergrande-ს კოლოსალური პრობლემის მხოლოდ მცირედი ნაწილია და კომპანია 300-მილიარდიანი ვალის გასტუმრებას ვერ მოახერხებს, თუკი საქმეში მთავრობა ან ინვესტორები არ ჩაერევიან. ფირმისადმი ნდობის მოპოვების მიზნით მიზნით, Evergrande -ის თავმჯდომარემ ჰუი იუანმა განაცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ კომპანია ამ რთულ კრიზისს დაძლევს. "მე მტკიცედ მჯერა, რომ თქვენი ერთობლივი ძალისხმევით და შრომისმოყვარეობით, კომოანია გამოვა ამ კრიზისიდან და განაახლებს სრულმასშტაბიან მშენებლობას რაც შეიძლება მალე," - განაცხადა ჰუიმ. რაც შეეხება ინვესტორებს, გაკოტრების შიშმა საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციების ფასის 85%-იანი ვარდნა გამოიწვია, რაც, სავარაუდოდ, იქამდე გაგრძელდება, სანამ Evergrande-ი არ გაკოტრდება. ცნობისთვის, უძრავი ქონებისა და საინვესტიციო კომპანია, Evergrande-ი 1996 წელს დაარსდა და ჩინეთის მასშტაბით 280 ქალაქში ათასობით საცხოვრებელ და კომერციულ ფართს ფლობს. გარდა ამისა, კომპანიის საკუთრებაში ავტომობილების, საკვებისა და სასმელების საწარმოებიცაა.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)