2021-09-21 14:33:27, 859 ნახვა
მსოფლიო
სტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა.
აღნიშნულ ინფორმაცია, სტრასბურგის სასამართლომ დღეს გაავრცელა.
საბოლოო ვერდიქტის მიხედვით, დანაშაულზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის კგბ-ს ორ ყოფილ აგენტს, ანდრეი ლუგოვოს და დიმიტრი კოვტანს დაეკისრათ. როგორც ცნობილია, სწორედ მათ, ხელმძღვანელთან შეთანხმებით დაგეგმეს ლიტვინენკოს მკვლელობა და ის ლონდონში 2006 წელს პოლონიუმით მოწამლეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას ლიტვინენკოს ქვრივისთვის 100 000 ევროს გადახდა დაეკსირა.
შეგახსენებთ რომ, აღნიშნული სარჩელი ოლგა ლიტვინენკომ 2017 წლის 18 დეკემბერს შეიტანა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,