|
2021-09-14 12:20:58, 403 ნახვა
საზოგადოება
დღეს ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება
დღეს, 14 სექტემბერს, 18:00 საათზე, ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება. ცესკო კიდევ ერთხელ მოგმართავთ ამომრჩევლებს, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმოთ საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართოთ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით და მოითხოვოთ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადასამოწმებლად ცესკო არაერთ სერვისს გთავაზობთ: შეგიძლიათ ეწვიოთ ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდს cesko.ge, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი მონაცემები და გადაამოწმოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მონაცემები .ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველს შეუძლია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურისა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც ხართ რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოთ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცესკოს სატელეფონო ცენტრის შემდეგ ნომერზე - 2 51 00 51. ასევე შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადმოგვცემს განახლებულ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც დგება ამომრჩეველთა ერთიანი სია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ, რაც 2 ოქტომბერს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ერთად ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტის, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)