|
2021-09-14 10:49:11, 444 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა არასტანდარტული ვაშლის მიღება დაიწყეს
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდება კონცენტრატად, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გავა ექსპორტზე და ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის, დამატებით, 5-6 მილიონ ევროს შემოსავალს მოიტანს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, რომელიც შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან ერთად ქ. გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც ვაშლის მოსავლის მიღება-დაბინავების შესახებ ინფორმაციას გაეცნო. შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის გაცხადებით, ვაშლის წარმოებით ლიდერი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის დროული დაბინავება. „აქტიურად ვთანამშრომლობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოსთან. სახელმწიფო პროგრამა მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა ფერმერებისთვის“ - განაცხადა შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული კომპანიაშიც „გსქ კულა“ იმყოფებოდნენ, სადაც არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესს გაეცნენ. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები, პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ. სახელმწიფო პროგრამაში 10-მდე ხილის გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობით, მიიღებენ 2021 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)