|
2021-09-13 16:01:03, 438 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და გაეროს ფონდის ორგანიზებით, სოცმუშაკებისთვის 2-დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით სოციალური მუშაკებისთვის 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რამოდენიმე თემა იყო განხილული: ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და ამ პროცესში სოციალური მუშაკების როლის გაძლიერების შესახებ, ასევე სოციალური მუშაობის გაძლიერება, სტანდარტები, მიმდინარე და ახალ პროექტების განხორციელება. პირველ დღეს ძირითადი აქცენტი დაეთმო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის შესახებ ერთიანი ხედვის და სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობას, ასევე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში სოციალური მუშაობის გაძლიერებას. ხოლო მეორე დღეს, უკვე სოციალურ მუშაობის გაძლიერებას, შემთხვევის მართვის მნიშვნელობასა და საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ #26 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხილვას. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, მულტიდისციპლინური ჯგუფის სოციალური მუშაკები სხვადასხვა რეგიონიდან და ამ დარგის ექსპერტები. ორდღიან შეხვედრაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დეინსტიტუციონალიზაცია და სოციალური მუშაკის როლი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში“ შეფასდა პროცესის მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ შშმ ბავშვებისთვის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის საერთაშორისო გამოცდილებას, ამ მხრივ რეგიონში არსებულ სიტუაციასა და რეკომენდაციებს. აღსანიშნავია, რომ დიდი ზომის სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებიდან ბავშვის ოჯახურ გარემოში დაბრუნების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით საყურადღებოა ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ოჯახური გარემო ხელს უწყობს და ეხმარება ბავშვების გონებრივი, ფიზიკური და სოციალურ-ემოციური უნარების უკეთ განვითარებას. ასევე, შეხვედრაზე სიღრმისეულად იქნა განხილული პროფესიული ზედამხედველობის როლი და სამომავლო გეგმები. მონაწილეებმა განიხილეს არსებული ვითარება, გამოწვევები და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები. ორდღიანი შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)