|
2021-09-13 14:06:59, 410 ნახვა
საზოგადოება
საქართველომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ევროპის რეგიონული მრგვალი მაგიდას უმასპინძლა
13 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მასპინძლობით და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით ონლაინ ფორმატში რეგიონული ჩართულობის მრგვალი მაგიდა ევროპისათვის „Regional Engagement Roundtable for Europe (RER-EUR)" გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მრგვალი მაგიდა საქართველოს მასპინძლობით ჩატარებული პირველი მაღალი რანგის ღონისძიებაა მას შემდეგ, რაც საქართველო 2018 წელს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ევროპის ჯგუფს შეუერთდა, მანამდე ის დსთ-ს ჯგუფში შემავალი სახელმწიფო იყო. მრგვალი მაგიდა ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების როლზე იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთა წინაშეც მსოფლიო კოვიდ-19 პანდემიამ დააყენა. გურამ გურამიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და პროგრამებზე. ღონისძიებაზე გაიმართა დიალოგი და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ITU-ს ევროპის რეგიონული ოფისის წევრი ქვეყნების და ITU-ს სექტორების წარმომადგენლებს შორის ციფრული განვითარების საკითხებზე, ITU-ს განვითარების ბიუროს (BDT) თემატური პრიორიტეტების ფარგლებში (უნარების განვითარება, კიბერუსაფრთხოება, ციფრული ჩართულობა, ციფრული ინოვაციების ეკოსისტემა, ციფრული სერვისები და აპლიკაციები, საგანგებო ტელეკომუნიკაცია, გარემო, პოლიტიკა და რეგულირება, სტატისტიკა). მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გააცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ, რომელმაც ისაუბრა ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების არსებულ გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ ჭრილში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ხედვების და სტრატეგიული მიმართულებები გამოყენებული იქნება ITU-ს განვითარების ბიუროს და ITU-ს ევროპის რეგიონული ოფისის 2022 წლის სამოქმედო გეგმებში. აღსანიშნავია, რომ გასული წლებში, საქართველო აქტიურად იყენებდა ღონისძიების აღნიშნულ პლატფორმას, სხვადასხვა ტექნიკური დახმარებების მიღების კუთხით.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)