|
2021-09-12 13:57:04, 480 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე მრავალფუნქციური პარკი გაშენდება
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, ადრე გასხვისებულ, თუმცა ამჟამად უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მასშტაბური პარკი გაშენდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, მირიან მეფის ქუჩის მცხოვრებელებთან გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს განაცხადა. აღნიშნული შეხვედრა მირიან მეფის ქუჩაზე, მესამე მიკრორაიონში, მე- 3 კორპუსთან, იმ ტერიტორიის მიმდებარედ გამართა, სადაც, როგორც ეს კახა კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მხრიდან გარკვეული გამოწვევების დაძლევის შედეგად, მრავალფუნქციური პარკი გაშენდება. „გარკვეული პრობლემების მიუხედავად, შედეგი მივიღეთ და ტერიტორია უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და როგორც მაშინ დაგპირდით, აქ აშენდება რეკრეაციული სივრცე, დასასვენებელი პარკი. ეს იქნება სარბენი ბილიკები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები, ატრაქციონები, ფიტნესსივრცეები, აქ ეს ყველაფერი იქნება გაკეთებული, როგორც სხვა შემთხვევებში ვაკეთებთ ხოლმე. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ მწვანე სივრცეების განვითრებაზე. რაც გასხვისებული იყო, იმის დაბრუნებაც მოვახერხეთ და იცით, ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს, მაგალითად ვაკის პარკის. ასევე, „გუდვილის" წინ ანბანის სკვერში, გახსოვთ, კონკრეტული შენობა-ნაგებობის ჩადგმას აპირებდნენ და გავაჩერებინეთ. ამ მიმართულებით ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მე მადლობა მინდა მხარდაჭერისთვის გადაგიხადოთ. ძალიან ვაფასებ ამ თანადგომას და გპირდებით, რომ კონკრეტული პროექტების სახით დაგიბრუნებთ ამ მხარდაჭერას უკან. გარკვეული პრობლემების იყო ამ 4 წლის განმავლობაში, რადგან მარტო ბოლო 2 წლის განმავლობაში პანდემიას ვებრძვით და ეს პროცესი ახლაც გრძელდება", - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და შემდეგი 4 წლის განმავლობაში რაიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას დაჰპირდა. მისი თქმით, მირიან მეფის ქუჩაზე გაშენებული პარკი იქნება ყველაზე მასშტაბური რეკრეაცული სივრცე დიდ დიღომში. „რადგან ჯანმრთელობა არის მთავარი პრიორიტეტი, მინდა, გთხოვოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ 4-წლიანი ურთიერთობისთვის, რაც ჩვენ გვაქვს, ძალიან დიდი სითბო მხვდება ყველა თქვენგანის მხრიდან და ამისთვის დიდი მადლობა. მადლობა ბატონ კახის, რომ მომეცა საშუალება, ჩვენ კიდევ გავაგრძელოთ ურთიერთობა და ჩვენი მომავალი თაობისთვის ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადავდგათ ერთად. ეს პროექტი არის ის, რაც დიდ დიღომს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. მსგავსი პარკი დიდ დიღომში არ არსებობს. აქ გაშენდება ისეთი რეკრეაციული სივრცე, რომელიც გათვლილი იქნება ყველა ასაკის ადამიანზე და ყველა მათგანი თავს იგრძნობს კომფორტულად. დიდ დიღომში, სადაც ხელი მიგვიწვდა, რომ ან მონაცვლეეობა გაგვეკეთებინა, ან შეგვეჩერებინა რაიმე მშენებლობა რეკრეაციული სივრცის სასარგებლოდ, ამაზე მერია, საკრებულო, გამგეობა ყოველთვის ერთობლივად ვმუშაობდით", - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძველი ფეხბურთის მოედანი მდებარეობდა, მიმდებარე ტერიტორიას კი რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა. დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროცესში ჩაერთო ქალაქის მთავრობა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, შედგა შეთანხმება ადგილმონაცვლეობის შესახებ. შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე (10 000 კვ.მ) პარკი გაშენდება. მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი ესწრებოდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)