|
2021-09-11 15:39:45, 495 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას ადგილობრივი წარმოების მიმართულებით
მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. ჩემი დავალება და ხედვა ასეთია, რომ ჩვენ ეტაპობრივად, რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ძალიან სერიოზული გეგმებია, იგეგმება 1300 -მდე ახალი საწარმოს დაფინანსება, ყველა რეგიონის მიხედვით იქნება გადანაწილებული პროექტები და გრანტები. „ასევე, ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვინაიდან, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობაში არის მართლაც, მთავარი გასაღები ჩვენი მოქალაქეების დასაქმების და სიდუხჭირის და სიღარიბის დაძლევის. ინფრასტრუქტურა - 32 მილიარდი ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი, რომ რეგიონები თანაბრად განვითარდეს, რეალურად ევროპული სტანდარტების მიხედვით. ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული, ძლიერი, თუ არ იქნება თანამედროვე, ევროპული ტიპის განათლების სისტემა. ჩვენ 170 სკოლა ავაშენეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ახლა ვგეგმავთ 800 სკოლის რეაბილიტაციას თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. თუნდაც ამ რეგიონში, რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში. რამდენიმე ათეული ახალი საბავშვო ბაღი დაფინანსდა, აღდგენა მოხდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ჩვენ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)