|
2021-09-10 16:01:45, 411 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის დარჩენილი სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე, მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასევე გამოწვევაა ხარისხიანი ჯანდაცვა; კოვიდ-პანდემიაა, მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ეს პერიოდი მშვიდობიანად უნდა გადავატაროთ, ჩვენ გვესმის, რომ პროცესს უნდა მართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის დარჩენილი სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე. „ყველას მკურნალობს და ყურადღებას აქცევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს მართლაც ძალიან გმირული შრომა გასწიეს მათ და ეწევიან ახლაც. ჩვენი ვარაუდით, ვუსმენთ რა ეპიდემიოლოგებს, ექსპერტებს და მეცნიერებს, სიტუაცია უკვე სტაბილურდება, დამშვიდებისკენ მიდის, საჭიროა სექტემბრის ბოლომდე ვაქცინაცია ჩაიტაროს ყველა მოქალაქემ, დაიცვას საკუთარი თავი, მშობლები, ახლობლები და ნათესავები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია. სექტემბრის ბოლოს, ჩვენი დიდი ვარაუდით და ასეთი დავალება მაქვს მიცემული, რომ კარგი იქნებოდა, სასურველი იქნებოდა 2 მილიონი აცრის ჩატარება. დაახლოებით მილიონი ადამიანი იქნება აცრილი ქვეყანაში. მილიონს, თუ მეტს არა, უკვე გადატანილი აქვს კოვიდი და საბოლოო ჯამში სიტუაცია დამშვიდდება. რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ტურიზმი არ გავაჩერეთ, ტურიზმის და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. გვაქვს უპრეცედენტო, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, სეზონი არ ჩავარდა, როგორც მთაში, ასევე ზღვისპირა კურორტებზე. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ეს ყველაფერი გადის ვაქცინაციაზე, ვიმეორებ, ეს არის რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი, მაგრამ კარგად უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. ბევრმა ქვეყანამ საბოლოო ავტორიზაცია მისცა უკვე ვაქცინას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)