|
2021-09-08 16:46:25, 628 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის" პროექტის წარდგენას დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის" პროექტის წარდგენას დაესწრო. კომპანია „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი" 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. პროექტის ინვესტიციის მოცულობა 70 მილიონი ლარია. „აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ჯამში „აუთლეტ ვილიჯში" 110 ბრენდი განთავსდება. ნათია თურნავას თქმით, ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც საუკეთესო ევროპული სტანდარტებით, ევროპულ მაგალითებზე დაყრდნობით აშენდება და არ ჩამოუვარდება ევროპულ ანალოგებს. „საქართველოში ასეთი მსხვილი, 70 მილიონი ლარის ინვესტიციის მქონე პროექტის განხორციელება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვაჭრობის დარგისთვის. მეორე და მნიშვნელოვანი, ეს არის ტურიზმის ხელშეწყობა - იცით, რომ ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს, რასაც მოჰყვება ქვეყანაში კვლავინდებურად ათასობით ტურისტის შემოსვლა, რომელთაც ჩვენი ტრადიციული ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებასთან ერთად, სასიამოვნო გარემოში შოპინგის საშუალებაც მიეცემათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)