|
2021-09-07 12:12:44, 519 ნახვა
საზოგადოება
თიბისის სტიპენდიანტი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია
პორტუგალიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ახალგაზრდა ნიჩბოსანი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატების გამარჯვებულია. 2021 წლის ივნისში ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რომელიც პოლონეთის ქალაქ პოზნანში ჩატარდა. 2019 წელს კი სლოვაკეთში გაიმართულ შეჯიბრზე სახელად ოლიმპიური იმედები, ქართველმა ნიჩბოსანმა სამ დისტანციაზე იასპარეზა: 1000 მეტრი, 500, 200 და სამივეში ოქროს მედალი აიღო. აქამდე, საქართველოს სახელით მოასპარეზე არც ერთ ნიჩბოსანს არ ჰქონდა მოგებული ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) შეჯიბრის სამივე დისტანცია. ალექსანდრე წივწივაძე თიბისის სტიპენდიატების პროექტს 2020 წლიდან შემოუერთდა. თიბისის სტიპედიანტების პროგრამა, რომელიც მესამე წელია გრძელდება, ყოველწლიურად 200 ნიჭიერ მოზარდს უჭერს მხარს. პროგრამის თითოეული მონაწილე იღებს სტიპენდიას 1 წლის განმავლობაში. თიბისის სტიპენდიატები კომპანიის 2019 წელს დაწყებული ყოველწლიური ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობით, თიბისიმ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ ახალგაზრდა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა. თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიპენდიატების პროგრამის პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)