|
2021-09-07 11:01:05, 343 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალი ენცო ვეჩარელი იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალი ენცო ვეჩარელი იმყოფება. იტალიელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდა. მინისტრმა გენერალ ენცო ვეჩარელის იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და იტალიის თავდაცვის სეგმენტის აქტიურ ძალისხმევას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ნატოს სტანდატებით განვითარების თვალსაზრისით. ამასთანავე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის თავდაცვის ძალებს შორის არსებული და სამომავლო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებიც. მინისტრთან შეხვედრის შემდეგ იტალიელ გენერალს ქართველმა კოლეგამ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები გენერლებმა პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს, რის შემდეგაც მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და იტალიის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის სხვადასხვა აქტივობას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ფართომასშტაბიან მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობას და სხვა. გამოკვეთილად აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული მჭიდრო ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. დღესვე, გენერლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვიზიტის ფარგლებში იტალიის დელეგაცია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)