09:44 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 20:28:48, 417 ნახვა

საზოგადოება
26 აგვისტოს კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზიანი 152 მიწის ნაკვეთს აუნაზღაურდება - თიბისი დაზღვევა

2021 წელს 8 თვის განმავლობაში თიბისი დაზღვევამ, მხოლოდ აგრო დაზღვევის ნაწილში 2 მლნ ლარამდე ზარალი აანაზღაურა, რაც 417 გაუთვალისწინებელი შემთხვევით იყო გამოწვეული. წლევანდელი მონაცემების თითქმის ნახევარს შეადგენს გასულ კვირას კახეთში სეტყვით მიყენებული ზარალი.-ამის შესახებ თიბისი ბანკის პრესსამსახური ავრცელებს

მათივე ცნობით, 26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4,600 ჰექტარი მსხმოიარე და რთველისთვის მზა ვენახები დააზიანა და გაანადგურა. მხოლოდ ამ სტიქიით მიყენებული ზარალიდან თიბისი დაზღვევა საკუთარი პროდუქტის - აგროდაზღვევის მეშვეობით - 152 შემთხვევას აანაზღაურებს, რაც მთლიანობაში 1 მლნ ლარს შეადგენს.

"თიბისი დაზღვევა 2019 წლიდან ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. ამ პერიოდიდან დღემდე, კახეთში მომხდარი ბოლო სტიქიის ჩათვლით, ჯამურად ფერმერებზე ანაზღაურებული თანხა 4,5 მილიონი ლარზე მეტია.

აგროდაზღვევის სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც მიწა საჯარო რეესტრში აქვს რეგისტრირებული, დასაზღვევი ნაკვეთის ფართობი კი არ აღემატება 5 ჰექტარს (30 ჰა კი  მარცვლეულის შემთხვევაში).

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვერ კმაყოფილდება სახელმწიფო პროგრამის კრიტერიუმები, შესაძლებელია ნებისმიერი ზომის მიწის დაზღვევა სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც."-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics