|
2021-08-11 13:29:08, 850 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - შევძელით საუკეთესო ვაქცინების მობილიზება, გავხსენით ეკონომიკა და ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას, Fitch-ის რეიტინგიც ამას მოწმობს
უმოკლეს დროში შევძელით საუკეთესო ვაქცინების მობილიზება, ეკონომიკა გავხსენით და ყველა პარამეტრით ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას, ახლახანს გამოქვეყნებული Fitch-ის რეიტინგიც ამას მოწმობს, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების" წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „უმოკლეს დროში შევძელით საუკეთესო ვაქცინების მობილიზება. ეკონომიკა გავხსენით და ყველა რეიტინგით, პარამეტრით დავუბრუნდით, ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას. სულ ახლახანს გამოქვეყნებული Fitch-ის რეიტინგიც ამას მოწმობს, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ეხლა, ამდენს რატომ ვლაპარაკობ, დაგღალეთ, უკაცრავად, მაგრამ მე მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ამ ყველაფერს, მეგობრებო, სჭირდება კარგი შენარჩუნება. ერთის მხრივ, ბალანსის დაცვა, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება საქმე, მეორეს მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ძალიან დიდი უმრავლესობა მოქალაქეებისა არიან დასაქმებულები. ადამიანებს სჭირდებათ დასაქმება, ყოველთვიური შემოსავალი. გავიხსენოთ წინა წელი, როცა გამოვკეტეთ სახლებში ადამიანები და შემდეგ 200 ლარები დავურიგეთ. არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად შეძლოს ცხოვრება?! რა თქმა უნდა, არა. გვინდა, რომ გავიმეოროთ იგივე?! მე ვფიქრობ, არა. ამიტომ, ჩვენ ეს ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ. სიტუაცია მშვიდად და ცივად უნდა ვმართოთ. მე მესმის ჩვენი ექიმების და მათ ვუთანაგრძნობ, მადლობას ვეუბნები მათი გმირობისთვის, ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, გვერდში დავუდგეთ, შეძლებისდაგვარად, აი იმ ზღვარზე როგორც ვართ ახლა, უნდა ვმართოთ სიტუაცია",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)