|
2021-08-09 13:25:10, 729 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „Fitch"-ის გაუმჯობესებული რეიტინგი ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" გააუმჯობესა. „ეს არის მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა ზოგადად, რადგან ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. და განსაკუთრებით ის განმარტება, რაც სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-მა წარმოადგინა იმის დასასაბუთებლად, რომ რეიტინგი უნდა გაგვიუმჯობესდეს - ეს არის ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა/აღდგენა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ზოგადად ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარე გაჯანსაღების პროცესი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას დიდ ყურადღებას აქცევენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორები. „ეს არის ძალიან კარგი საწინდარი, რომ ჩვენ წლის ბოლოს გვქონდეს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, სრულად გავანულოთ წინა წლის ზარალი, ეკონომიკის შემცირება და გადავიდეთ უფრო მაღალ დონეზე, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიცია რეგიონში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. რაც შეეხეება იმ დარგების ჩამონათვალს, სადაც ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ნათია თურნავას ინფორმაციით, ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა დარგში, მაგრამ ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი არის გადამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, ვაჭრობაში და განთავსების ინდუსტრიაში, ანუ სასტუმროებში.
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)