|
2021-08-02 13:28:57, 487 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს, და ასეც იქნება
„საქართველო, კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. ძალიან ბევრი ტურისტია სხვადასხვა ქალაქში, ჩვენ ვხედავთ, რომ სასტუმროების დატვირთულობა საშუალოდ 70-80% -ია - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი", - ამის შესახებ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, სასტუმროების მაღალი დატვირთულობის გარდა ასევე მნიშვნელოვანი ირიბი ინდიკატორია ლარის სტაბილური კურსიც - ეს ნიშნავს, რომ მართლაც ხდება ტურიზმის სექტორის აღგენა-განვითარება. ეკონომიკის მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახ. დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ, სამოგზაურო შეზღუდვებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პირველ რიგში კოვიდ-შეზღუდვებს უკავშირდება, რაც ეხება ზოგადად მთლიანად მსოფლიოში არსებულ დინამიურ ვითარებას პანდემიასთან დაკავშირებით - კოვიდ-საფრთხე ხან იზრდება, ხან კი - მცირდება. გარდა ამისა, ნათია თურნავას განმარტებით, სახ. დეპარტამენტის გაფრთხილება ტრადიციულად ასევე უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. „რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შეთხვევას - პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ასე რჩება, ასეც განგვიხილავენ ტურისტები. ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები კი არ გამოირიცხება არათუ საქართველოში, არამედ დროდადრო ევროპის ყველა დედაქალაქში ხდება. მთავარია, რომ ამაზე დროულად ხდება რეაგირება. რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი შემთხვევა ჩვენი მხრიდან დაგმობილია, რადგან არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს, და ასეც იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)