08:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 11:10:54, 1036 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობამ წაბლანის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს 1 095 00 ლარი დამატებითი კომპენსაციის სახით გამოუყო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრადეგიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს ერთჯერად 5000-5000 ლარი გამოეყო.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება სოფელ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობას ადგილზე, აჭარის ა/ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ გააცნეს.

„სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები გარკვეული პერიოდია ითხოვდნენ ფინანსური დახმარების გაწევას. მთავრობამ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა და ისინი თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ბრძანებას აჭარის მთვრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელი უკვე მოაწერა. “, - განაცხადა მინისტრმის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ წაბლანელებtან შეხვედრის დროს.

2019 წელს, აღნიშნულ ოჯახებს აჭარის მთავრობამ, ქ. ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადასცა. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა საცხოვრებლების კეთილმოწყობით სამუშაოებს მოხმარდება.

1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. 200-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics