|
2021-07-24 12:39:51, 1717 ნახვა
სამხედრო
ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ
საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციის პროცესი უკვე თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სპეციალურად შექმნილ დამატებით ლოკაციებზეც ტარდება. დღეს თელავში, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ. ასევე, დაგეგმილია მორიგი შეკრების შემდეგ აქტიური რეზერვის პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახის წევრების დისლოკაციის ადგილის მიხედვით აცრა. ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციების შექმნა საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე და მოთხოვნების შესაბამისად გადაწყდა, რაც საგრძნობლად ამარტივებს იმუნიზაციის პროცესს. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის ლოკაციებზე თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციასაც უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)