2021-07-08 16:39:33, 640 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე რუმინეთის ელჩს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი რუმინეთის ელჩს შეხვდა. რატი ბრეგაძე და რეზვან როტუნდუ შეთანხმდნენ, რომ მხარეები იმუშავებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე.
ორივე მხარისთვის პრიორიტეტულია არსებული კარგი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. შეხვედრაზე იმსჯელეს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის თემაზეც.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),