2021-07-08 15:22:27, 586 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური გადადგომაზე - ამაზე ძალიან ბევრი ოცნებობს
ამაზე ძალიან ბევრი ოცნებობს, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ.
მისივე თქმით, 5-6 ივლისის მოვლენებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს.
„პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ, ჩვენ ვართ მმართველი პარტია, ხელისუფლება და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ“ , - განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,