|
2021-07-08 13:05:31, 956 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება
აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა. 1750 მეტრი სიგრძის ზიპლაინი ჩირუხის მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება, რაც შუახევში ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრს შექმნის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ზიპლაინის ზედა სადგური ჩირუხის იალებში 2400 მეტრზე, ხოლო ქვედა სადგური 2060 მეტრზე განთავსდება. არწივის ფორმის, 10 მეტრიანი ზედა სადგურიდან ზიპლაინით დაშვების გარდა ვიზიტორებს ჩირუხის ულამაზესი პანორამული ხედების ნახვის საშუალება ექნებათ. ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა ზიპლაინის ქვედა სადგურთან, სადაც მოსასვენებელი სივრცეებისა და კვების ობიექტის განთავსება იგეგმება. ჩირუხის მთაში ზიპლაინისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 10 მილიონ ლარს დახარჯავს. „ჩირუხის მთა ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი და მიმზიდველი ადგილია მთიან აჭარაში თავისი ავთენტური ბუნებითა და ლანდშაფტით. ის განსაკუთრებით საინტერესო სათავგადასავლო ტურიზმითა და ეკოტურიზმით დაინტერესებული ტურისტებისთვისაა. ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინით, ტურისტული ინფრასტრუქტურითა და საპიკნიკე სივრცეებით ჩირუხის მთას დამატებით მიზიდულობას შევძენთ, რაც ადგილობრივების შემოსავლებზე აისახება. ჩირუხის მთა „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“-ს სათავაგადასვლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, სადაც გასულ წელს ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურებით საპიკნიკე ზონა მოვაწყეთ. ამავე მარშრუტზე ტურისტებს ჯინალის ჩანჩქერის, შრატიანის ტბის, სარიჩაირის იაილების, ყარაგოლის ტბის, თეთრობის იაილების, ხიხანის ციხისა და ალპური ბოტანიკური ბაღის მონახულება შეუძლიათ, ამ ყველაფერს კი უკვე ზიპლაინიც დაემატება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)