11:22 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 16:30:59, 1251 ნახვა

პოლიტიკა
შსს-ს უმოქმედობა და წინასაარჩევნოდ დანდობილი მოძალადეები - „ექსპრესნიუსი“ სამოქალაქო აქტივისტებს ესაუბრა

გუშინ, 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები ძალადობას აპროტესტებდნენ, მათგან პოლიციის კორდონით დაშორებული ჰომოფობური ჯგუფები კი, მშვიდობიანი აქციის ჩაშლით იმუქრებოდნენ.

საპროტესტო აქციაზე, რომელზეც ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქვებს, კვერცხებსა და ასაფეთქებელ ნივთიარებებს ისროდნენ, სამართალდამცველებმა არაერთი პირი დააკავეს თუ განარიდეს ტერიტორიას, თუმცა მიუხედავად დაძაბული ვითარებისა და ძალადობის არაერთი ფაქტისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყვანაზე უარი თქვა.

„ექსპრესნიუსი“ აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებს, მარიამ გეგუჩაძესა და ნოდარ რუხაძეს, ასევე „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიგა მაქარაშვილს დაუკავშირდა და მოისმინა მათი შეფასებები სამართალდამცველთა გუშინდელ ქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ როგორ აფასებს სამოქალაქო საზოგადოება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას აქციის სპეცრაზმის გარეშე დასრულებასთან დაკავშირებით.

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ 5-6 ივლისს საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებს განსხვავებული დავალებები ჰქონდათ. თუ პირველ დღეს ისინი უმოქმედოდ იყვნენ, 6-ში მათ უბრძანეს, მიეშვათ მოძალადეები მშვიდობიან დემონსტრანტებთან ახლოს, რათა აქტივისტებს ეგრძნოთ, რომ მოძალადეები არსებობენ.

სპეცრაზმზე საუბრისას გიგა მაქარაშვილი გვეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებს, რომლებსაც არ გააჩნდათ არანაირი ბერკეტი თავი დაეცვათ ჰომოფობური ჯგუფის წევრებისგან, „შეაფეთა ბნელი ძალები“, რაც მისივე თქმით, საგანგაშო სიგნალია და არც ერთი უწყების ხელმღვნელი, საკუთარი თანამშრომლებს, ასე არ უნდა მოექცეს.

„ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რაც თბილისის ქუჩებში გუშინ და გუშინ წინ ხდებოდა. ვიხილეთ ორი განსხვავებული სცენარი, ერთი, როდესაც პოლიცია საერთოდ არ ეხებოდა და ერეოდა არაფერში, რაც პირდაპირი სიგნალია, რომ სახელმწიფო აღარ მუშაობს, ყველაფერი ჩამონგრეულია და ამან შედეგად მოიტანა, რომ მედიის უამრავ წარმომადგენელს გაუსწორდნენ ქუჩაში, ბავშვებს დასდევდნენ და სცემდნენ, ტურისტი მომაკვდავია და იმედია, რომ გადარჩება. ეს იყო ალბათ, ყველაზე დიდი შავი ლაქა სამართალდამცველების ისტორიაში. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, განსხვავებული ბრძანება ჰქონდათ, უთხრეს, რომ მოძალადეები გარკვეულ მანძილზე უნდა მოეშვათ, მაგრამ არა ბოლომდე, რათა პირაპირი შეხება არ ყოფილიყო, მაგრამ ისეთ მანძილზე, რომ ქვები, კვერცხები და რაღაც ნივთები, ჩვენამდე მოსულიყო, რათა გვეგრძნო, რომ ისინი არსებობენ და საშიშები არიან.

სპეცრაზმი ვიცი, რომ იყო გამზადებული, იქვე იყო ტერიტორიაზე, ელოდა ბრძანებას, თუმცა გომელაურის უწყებამ არ გამოიყვანა და პირდაპირ ამ პოლიციელებს შეაფეთა ეს ბნელი ძალები. სამართალდამცველებს არ ჰქონდათ არანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ თავი დაეცვათ, ფარებიც კი არ ჰქონათ და უამრავი ნასროლი კვერცხი, ქვა თუ ლითონის ნივთები მათ შორის პოლიციელებსაც ხვდებოდათ, რადგან ისინი უფრო ახლოს იდგნენ მოძალადე ჯგუფებთან. ეს კიდევ ერთხელ უნდა გახდეს საგანგაშო სიგნალი იმისთვის, რომ აღარასდროს არც ერთი ხელმძღვანელი, შს სამინისტროსი თუ სხვა უწყებების, არ უნდა ექცეოდეს თუნდაც თავის თანამშრომლებს ასე, მოქალაქეებზე აღარ ვლაპარაკობ“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

„ექსპრესნიუსს“ ესაუბრა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი მარიამ გეგუჩაძეც, რომელმაც აღიშნა, რომ გუშინ დაკავებულებს შორის არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც შეაღწიეს მშვიდობაინი აქციის ტერიტორიაზე, დანარჩენი მოძალადეების წინააღმდეგ კი, მისი თქმით, სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

მარიამ გეგუჩაძის თქმით, გუშინდელმა ფაქტმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას არ უნდოდა მოძალადეების ბოლომდე შეკავება და სწორად ამის მიზეზია, რომ მათ არ გამოიყვანეს სპეციალური დანიშნულების რაზმი.

„გუშინ მოძალადეები ისროდნენ ასაფეთქებელ საშუალებებს, პატარა ლოდებს, დიდ ქვებს, ყელაფერს, რაც საფუძველია იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ, განარიო ეს ადამიანი ტერიტორიას. ფაქტია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც განარიდეს, ხელწერილით გამოუშვეს. ტერიტორიიდან განარიდეს მხოლოდ ისინი, რომლებმაც რაღაცნაირად შემოაღწიეს შიგნით, ანუ იქ რომ მდგარყივნენ სხვა ჯგუფის წარმომადგენლები და ასაფეთქებელი საშუალება ესროლად, აუცილებლად დააკავებდნენ. არსებობდა სპეცრაზმის გამოყვანის სრული საფუძველი, თუმცა გუშინდელმა ფაქტმა კარგად აჩვენა, რომ ხელისუფლებას არც უნდოდა მათი ბოლომდე შეკავება, განრიდება და ძალიან კარგად გამოჩნდა მათი ინტერესები, რის გამოც, რა თქმა უნდა, არ გამოიყვანდნე სპეცრაზმს“, - აცხადებს მარიამ გეგუჩაძე.

ჩვენ ვესაუბრეთ მოძრაობა „სირცხვილიას“ კიდევ ერთ აქტივისტს, ნოდარ რუხაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისში 5-6 ივლისს მომხდარი მოვლენები, გაცილებით ადრე უნდა აღკვეთილიყო სუს-ის მიერ. სამართალდამცველთა ქმედებებზე საუბრისას ნოდარ რუხაძე აღნიშნავს, რომ აქ იკვეთება ხელისუფლების ნება, არ დაერბია მოძალადეები, რომლებიც შემდგომში მათი წინასაარჩევნო კამპანიის სახეები იქნებიან და ძალადობრიად გაუსწოდებიან ოპოზიციური პარტიების წევრებს.

ნოდარ რუხაძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი უმოქმედობით, გაწირა არა მხოლოდ ჟურნალისტები და ქვიარ თემი, არამედ საკუთარი თანამშრომლები, რიგითი პოლიციელები, რომლებიც პირდაპირ იღებდნენ მონაწილეობას მოძალადეების მეტ-ნაკლებად შეჩერებაში.

„სუს-ს შეეძლო, რომ ფაქტები, რომლებიც გუშინ და გუშინ წინ თბილისში განხორციელდა, წინასწარ აღეკვეთა, რადან ვიცით, რომ ძალადობრივი, პრორუსული, ჰომოფობური ჯგუფებისგან ძალადობის მოწოდება და ორგანიზებული დანაშაულის დაანონსება კვირების განმავლობაში ხდებოდა, ვფიქრობ, პირველ რიგში შეიძლებოდა თავიდან ყოფილიყო არიდებული ის ძალადობა, რომელიც გუშინ და გუშინ წინ ვნახეთ.

რაც შეეხება სამართალდამველებს, ისინი მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოგენილი და აქ ჩანს პოლიტიკური, ხელისუფლების ნება, რომ არ აღკვეთოს მსგავსი ჯგუფების თარეში, რადგან ვიცით, რადიკალური ჯგუფებს ჩვენი ხელისუფლება იყენებს წინასაარჩევნოდ და მოახლოვებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ცხადია, ამ ჯგუფების განაწყენება არ უნდოდათ, რადგან შეიძლება გამოიყენონ, რომელიმე უბნის დასარბევად, ოპოზიციური პარტიის ან პარტიის წარმომადგენლის შესავიწროვებლად, დასაშინებლად და ა.შ.

ცხადია, რომ რადიკალური ჯგუფის წევრები არ უნდა დაშავებულიყვნენ, ჩვენ უბრალოდ ვითხოვდით, რომ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული და მათ უკან დაეხიათ. თუმცა სპეცრაზმის გამოყვანა არ ვიხილეთ, რაც გახდა წინაპირობა, რომ ძალიან ბევრი პოლიციელი დაზარალდა გუშინ, მათ ხვდებოდათ ბოთლები, კვერცხები და ქვები, ასე რომ, შსს-მ თავისი უმოქმედობით, როგორც გუშინ, ასევე გუშინ წინ, გაწირა არა მხოლოდ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები, ქვიარ თემი და ჟურნალისტები, არამედ რიგითი პოლიციელებიც, რომლებიც პირდაპირ იღებდნენ მონაწილეობას ამ ჯგუფების მეტ-ნაკლებად შეკავებაში“, - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics