11:21 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 13:04:14, 768 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - ვწუხვართ, რომ გუშინ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო შეკრების უსაფრთხოება

ჩვენ მკაცრად ვგმობთ თბილისში განხორციელებულ გუშინდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერისა და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები შეახსენეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ინსტიტუციების სტაბილურობა, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ თბილისში განხორციელებულ გუშინდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე, რამაც სამწუხაროდ,  LGBTQI+ აიძულა „პრაიდის მარში“ გაეუქმებინათ. საუბედუროდ, საქართველოს მთავრობამ და რელიგიურმა წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ხმამაღლა და მკაფიოდ ესაუბრათ ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ „პრაიდის მარშის“ ჩატარებამდე. ვწუხვართ, რათა საქართველოს მთავრობა მზად არ იყო უზრუნველეყო ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ამ შეკრების უსაფრთხოება. ნებისმიერი სხვა მოქალაქის მსგავსად, LGBTQI + პირებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობა.

საქართველოს მთავრობამ ოფიციალური განაცხადა გააკეთა 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ამ მხრივ, გვსურს მათ შევახსენოთ, რომ ევროკავშირში შესვლის წინაპირობები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, სხვათა შორის, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, რომ კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ინსტიტუციების სტაბილურობა, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას. ჩვენ ველოდებით, რომ ზემოთხსენებული თავდასხმების ავტორები დაპატიმრებულნი იქნებიან და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

გუშინდელი აქციის პარალელურად კვლავ შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 100 პირი დააკავა, რომელთაგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics