12:12 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 16:26:15, 870 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - პარტიებს არ აღმოაჩნდათ კაცური ღირსება, ქალური სოლიდარობა, ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადათ

არც ერთ პარტიას, „ენჯეოს“ და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თამარ ჟვანიას თანამდებობის დატოვების საკითხს.

როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, ჟვანიას მიმართ არსებული ბარლდებები ვერავინ დაასაბუთა.

„ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:

- გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);

- გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;

- გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;

- გაუყალბეს არჩევნების გაყალბება...

ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ.

თუმცა, არცერთ პარტიას, „ენჯეოს“ და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა“, - წერს კობახიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
„გვირილას" ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
თიბისიმ ერთგული საკრედიტო ბარათი განაახლა - სურვილები ახლოვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics