|
2021-06-28 15:12:23, 1197 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი ოპოზიცია დღითიდღე ემსგავსება სარეკლამო რგოლს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით
ოპოზიცია დღითიდღე ემსგავსება სარეკლამო რგოლს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას არავითარი უნარი არ შესწევს დააფასოს ის მიღწევები, რომელიც სახელმწიფოს აქვს და რეალურად იკამათოს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. „მინდა მივაქციო ყურადღება იმ ფაქტს, თუ რაოდენ ემსგავსება დღითიდღე ჩვენი ოპოზიცია, ახლა რომ სარეკლამო რგოლი ტრიალებს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით, არაფრით რომ არაა კმაყოფილი. ამას ემსგავსება ჩვენი ოპოზიცია, რომელსაც არავითარი უნარი არ შესწევს რეალურად დააფასოს ის მიღწევები, რომელიც სახელმწიფოს აქვს და რეალურად იკამათოს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობისთვის. უიშვიათესი რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჩვენ არ მოგვისმენია ოპოზიციის მხრიდან რაიმე საგნობრივი, საქმიანი განცხადება ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებდა რაიმე განსხვავებულსა და უკეთესს, თუნდაც იოტისოდენს. ასეთ დისკუსიას მე ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა და გასაქანი საქართველოში არ უნდა ჰქონდეს. ალბათ, მეტის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა ოპოზიციის იმ ნაწილისგან, რომელიც დღემდე ჯიუტად ცდილობს, რომ იგივე მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას თავი აარიდოს, რეალურად რამენაირად შეეწინააღმდეგოს ასეთი ტიპის დოკუმენტების განხორციელებას და შესაბამისად, შეინარჩუნოს საკუთარი გადმოსახედიდან და სტანდარტებიდან ყველაზე მაღალი ტრიბუნა, რომელიც მისთვის შეიძლება შესატყვისი იყოს და ეს არის კარავი, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ვხედავთ. თუ რამე იყო პარასკევს რეალობისგან მოწყვეტილი, ეს ოპოზიციის უსაგნო რიტორიკა იყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს სწრაფადვე შეიცვლება“, - განაცხადა მიხეილ საჯველაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. პრემიერი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 25 ივნისს წარსდგა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)