|
2021-06-25 18:09:25, 647 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ორდღიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით, 95 ხმით, მხარი დაუჭირა. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში ასახულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში წინა განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნების და მოსაზრებების ნაწილი უკვე აისახა.
შალვა პაპუაშვილმა შემაჯამებელ გამოსვლაში მოკლედ ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესზე, რომელიც ძირეულად და ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო სისტემას და პროცესს. მან ასევე შეაფასა სიტუაცია, რომელიც კანონპროექტზე მუშაობის დროს პარლამენტში გამოიკვეთა. „ჩვენ ვიმუშავეთ ცვლილებებზე რაც ქვეყანას უფრო უკეთეს საარჩევნო სისტემას მისცემს. ჩვენ, „ქართული ოცნება“ და სხვა ოპოზიცია, ვინც ამ ცვლილებებზე ვიმუშავეთ, ვართ დეპოლარიზაციის, გაერთიანების, სოლიდარობის მხარეს და მათ შორის, ამ სისტემის გაუმჯობესების მხარეს. მეორე მხარეს ხართ თქვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხართ პოლარიზაციის, გაყოფის, შუღლის და ღვარძლის მხარეს. ამ დღეებში განხილვისას ცხადად ჩანდა რა ხდებოდა აქამდე ოპოზიციაში, როგორ ცდილობდა ნაცმოძრაობა გადაებირებინა ოპოზიციის წარმომადგენლები და საბედნიეროდ, დღეს ეს აღარ მოხდება. თქვენ დარჩებით მარტო. აქამდე რაც იყო, დღეს, კენჭისყრის შემდეგ დაფიქსირდება ტაბლოზე“, - განაცხადა მომხსენებელმა. საკითხის ამოწურვის შემდეგ დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პირველი მუხლის 30-ე და 43-ე პუნქტების გარეშე უყარეს კენჭი და 95 ხმით დაუჭირეს მხარი. რაც შეეხება აღნიშნულ პუნქტებს, მათი დაზუსტება მესამე მოსმენამდე მოხდება. საკითხის ამოწურვის შემდეგ, კანონპროექტზე მუშაობის პროცესი პარლამენტის თავმჯდომარემ შეაჯამა. „დიდი შრომა ჩატარდა. საინტერესო იყო იმ კრიტიკის, დისკუსიის კონსტრუქციულობის ნახვა, რომელიც ნამდვილად გვესაჭიროება, თუ გვინდა რომ კონსენსუსით მივიღოთ კანონპროექტები და გახდეს კანონები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რამდენიმე თვის დაუღალავი შრომის შემდეგ, დღეს, მეორე მოსმენით ვასრულებთ ამ კანონის მიღებას. მომავალ კვირას მესამე მოსმენით მივიღებთ ამ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც შეცვლის ერთხელ და საბოლოოდ მიდგომას და მოგვცემს საშუალებას სპეკულაციები აღარ იყოს საფუძველი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნები და არჩევნების შედეგები“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)