12:56 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 11:35:02, 751 ნახვა

პოლიტიკა
DRI – „ქართული ოცნება“ შეთანხმებას არღვევს და სასამართლო ხელისუფლებაზე სრულ კონტროლს ამყარებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

DRI მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება“ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას აღრვევს და სასამართლო ხელისუფლებაზე სრულ კონტროლს ამყარებს.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატები შეარჩია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენს და მათ განმწესების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საბჭოს მიერ  არსებითად ხარვეზიანი და პრობლემური პროცესის შედეგად შერჩეული კანდიდატების დანიშვნა და ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „გაუგებარია . . . განცხადებები, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების [ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება, „სამომავლო გზა საქართველოსთვის“] სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება.“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნით, „ქართული ოცნება“ დაარღვევს შეთანხმების „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ როგორც სულისკვეთებას, ასევე, წინააღმდეგობაში მოვა მის სიტყვასიტყვით მნიშვნელობასთან“, - აღნიშულია DRI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, უარი თქვას აღნიშნულ ვითარებაში  კანდიდატების უზენაეს სასამართლოში დანიშვნაზე, სასამართლოს რეფორმა გაგრძელდეს მხოლოდ ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულებით, საერთაშორისო ექსპერტების რჩევებისა და საპარლამენტო ოპოზიციასთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics