12:59 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 12:17:50, 1319 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - სააკაშვილმა მმართველობის სადისტური სისტემა დაამკვიდრა, გული მწყდება, რომ გახარია მათ რიგებში აღმოჩნდა

მიხეილ სააკაშვილმა დაამკვიდრა სადისტური მმართველობის სისტემა, გული მწყდება, რომ გაარია მათ რიგებში აღმოჩნდა, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ექს-პრემიერის გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრა აშშ-ში.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის სადისტური მმართველობა არის ის თემა, რომელიც უნდა იყოს ტოქსიკური ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის.

„მართვის ის სისტემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაამკვიდრა უნდა შეფასდეს ერთი მოკლე ფრაზით, ეს არის სადისტური მმართველობის სისტემა. ვინც ამას განიცდის და გრძნობს, რასაკვირველია, იგივე დამოკიდებულება აქვს ნებისმიერთან, ვინც მას პოლიტიკურად ეთანამშრომლება. გული მწყდება, რომ გახარია მათ რიგებში აღმოჩნდა. მეორე საკითხია, რომ არსებობს მორალური ნაწილი ამ თემის და არსებობს საგანგებო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა დღეს, რა პერსპექტივა აქვს. სტაბილურობა აუცილებელია. დესტაბილიზაციის მომხრე სააკაშვილი დღეს, გუშინდელი სადისტური მმართველობა მისი, არის ის თემა, რაც უნდა იყოს ტოქსიკური ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics