12:57 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 11:19:46, 541 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილებების თანახმად, გამოძიების ეტაპზე გამომძიებელს ენიჭება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმეში ჩართოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, რაც ხელს შეუწყობს მათთვის სერვისების ოპერატიულად მიწოდებას.

„ცვლილებების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი განახორციელებს სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის მხარდაჭერას. გარდა ამისა, კოორდინატორი მოწმეს და დაზარალებულს დაეხმარება საგამოძიებო ორგანებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებაში, გამოძიების ეტაპზე უზრუნველყოფს მათ სათანადო ინფორმირებას, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მოწმეს და დაზარალებულს შესთავაზებს სახელმწიფოში არსებულ სერვისებს და დაეხმარება ამ სერვისებში ჩართვის პროცესში.

არსებული პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად აჩვენა, რომ კოორდინატორის სამსახური ძალზე ქმედითი მექანიზმია და უამრავ მოწმესა და დაზარალებულს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გაადვილების მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების თანახმად, გამოძიების ეტაპზე გამომძიებელს ენიჭება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმეში ჩართოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, რაც ხელს შეუწყობს მათთვის სერვისების ოპერატიულად მიწოდებას.

ცვლიებათა პაკეტით, გაიმიჯნა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინატორთა ფუნქციები, რაც სამომავლოდ რესურსების ეფექტურად გადანაწილებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics