13:45 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 12:23:21, 748 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სენატი ყველა პარტიას 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერასა და სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია წარადგინა, რომელიც მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება სრულად შეასრულონ.

ამასთანავე, კონგრესის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში ვკითხულობთ, რომ სენატი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

აღინული რეზოლუციის პროექტი სენატორ რონ ჯონსონის მიერ არის ინიცირებული და მას მხარს სენტორები ჯინნ შაჰინი, ჯეიმს რიში, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო უჭერენ.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ:

1. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და პარლამენტში არჩეულ ყველა პარტიას სრულად შეასრულონ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენლი კომპრომისი.

2. მოვუწოდებთ ყველა არჩეულ პარლამენტარს, დაიკავონ ადგილი საკანონმდებლო ორგანოში და დაიწყონ მუშაობა დაყოვნების გარეშე იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, მათ შორის კორონავირუსის პანდემიის შედეგები, დასუსტებული ეკონომიკა და გამოწვევებით აღსავსე რეგიონული დინამიკა.

3. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც ყველა მხარესთან ინკლუზიური და გამჭვირვალე საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში იყო შემუშავებული, რათა უზრუნველყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც არ მოემსახურება პოლიტიკურ და პარტიულ მიზნებს.

4. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ საარჩევნო რეფორმა, პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად და ამგვარი კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

5. ვაღიარებთ, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში გამწვავდა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით, რომელიც მიმართული იყო საქართველოში ქაოსის შექმნისკენ, მათ შორის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

6. გამოვხატავთ შეშფოთებას, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცების გზაზე არსებული დაბრკოლებები შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების მიღწევასა და ეკონომიკის გაძლიერებაში.

7. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო მტკიცე დემოკრატიას საქართველოში, სადაც მმართველი ინსტიტუტები აჩვენებენ მდგრადობას, დაცულია ანგარიშვალდებულება და ბალანსი,





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics