2021-06-21 16:23:22, 1053 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას 25 ივნისს მოუსმენს
საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში, 25 ივნისს, დეპუტატები პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ, რომელიც პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით წლიურ მოხსენებას გააცნობს.
აღნიშულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენება 151 გვერდიანია და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,