|
2021-06-15 12:36:23, 1482 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო ვალი 33 მილიარდ 480 მილიონია, „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა ბანკროტია
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანა, ფაქტობრივად, ბანკროტია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 33 მილიარდ 480 მილიონი ლარია და თითოელი საქართველოს მოქალაქის წილი ამ ვალში, 9 ათასი ლარია. გიორგი ვაშაძე გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი და შემუშავდეს სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს ვალი, გაიზარდოს ეკონომიკა და შეიქმნას სამუშაო ადგილები. „33 მილიარდ 480 მილიონი ლარი არის საქართველოს სახელმწიფო ვალი, ვალი, რომელიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ, შეიძლება შვილიშვილებმაც კი, ამ ვალიდან 25 მილიარდი ლარი აღებულია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. სამწუხაროდ, საქართველოს არაფერი ეტყობა 25 მილიარდი ლარის გაკეთებული, ყველაზე ცუდია, რომ საქართველო მიუახლოვდა და გადააჭარბა კრიტიკულ ზღვარს და ძალიან მალე, შეიძლება შეგვიყვანონ შავ სიაში, რაც ნიშნავს, რომ კრიტიკულ პერიოდში უბრალოდ რომ დაგვჭირდეს ვალის აღება, ვერ ავიღებთ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანა არის ფაქტობრივად ბანკროტი და ჩვენ, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს დაგვიგროვეს 9 ათასი ლარი, ანუ თითოეული საქართველოს მოქალაქის წილი ამ ვალში, არის 9 ათასი ლარი. მეგობრებო, ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია, შესაბამისად, იმისთვის რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, ვალებისგან თავი დავიხსნათ, გამოვდივართ ინიციატივით „სტრატეგია აღმაშენებელი“, ყველას, ვისაც გული შესტკივა ამ საკითხზე, ვინც ფიქრობს, რომ ამდენი ვალების აღება არის უკანონო და უსამართლო, შევქმნათ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, დავსხდეთ ერთად და შევიმუშავოთ სტრატეგია როგორ შევამციროთ ვალი, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ წავიდეთ წინ“, - განაცადა გიორგი ვაშაძემ.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)