|
2021-06-14 17:33:14, 1151 ნახვა
სამხედრო
JTEC-ის პირადი შემადგენლობისთვის MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების ექსპლუატაციის სწავლება მიმდინარეობს
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების სწავლება მიმდინარეობს. კურსი მიზნად ისახავს JTEC-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის აღჭურვილობის ექსპლუატაციისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების შესწავლას, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ აღნიშნული სიმულაციური სისტემებით მომავალში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისთვის სწავლების ჩატარება. VBS-3 სიმულაციური სისტემები გამოიყენება ასეულის დონის ქვედანაყოფის მოსამზადებლად, ხოლო MILES I-HITS სისტემებით შესაძლებელია ბატალიონისა და მასთან ერთად მოწინააღმდეგის ძალების გამთამაშებელი ქვედანაყოფისთვის (ძალა-ძალაზე) საველე სწავლებების ჩატარება. სიმულაციური სისტემები საშუალებას მისცემს საწვრთნელ ქვედანაყოფებსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაზე მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ. ორკვირიანი კურსი პირველად იმართება და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)