19:08 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 12:40:02, 1089 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ნატო-ს წევრ ქვეყნებში არაა ისეთი ახლო ურთიერთობები, როგორიც საქართველოში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებში არ არის ისეთი ახლო ურთიერთობები, როგორც საქართველოში, რაც დადასტურებულია ნატო-ს ხელმძღვანელობის მხრიდან.

მისივე თქმით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველო უნდა ელოდოს, რომ ნატო-სთან კავშირი, რაც შეიძლება უახლოეს ხანში მოხდება.

 „ნატო-სთან ურთიერთობები საკმაოდ დაახლოებულია. პრინციპში, ნატო-ს წევრ ქვეყნებში არ არის ისეთი ახლო ურთიერთობები, როგორიც არის საქართველოში, ეს დაფიქსირებულია ნატო-ს ხელმძღვანელობის მხრიდან, თუმცა ასევე საჯაროდ არის ნათქვამი, რომ ელოდებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ჩვენმა ქვეყანამ, სახელმწიფომ, სამხედრო პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, ამ ალიანსთან დაამყარა ძალიან მჭიდრო კავშირი და იმ არსებული რეალობიდან და დებულებებიდან გამომდინარე, რაც აქვს ნატო-ს, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ეს კავშირი, რაც შეიძლება უახლოეს ხანში მოხდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics