2021-06-11 13:45:59, 746 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში აქტივისტებმა დეპუტატებს ფურცლები გადააყარეს
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში აქტივისტებმა დეპუტატებს ფურცლები გადააყარეს. ფურც
აქტივისტებმა საპროტესტო პერფორმანსი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართეს. მათზე წერია - „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“
ამავე ფურცლებზე მითითებულია აქციის შესახებ, რომელიც 13 ივნისს, პარლამენტთან არის დაანონსებული.
აქტივისტებს პლენარულ სხდომათა დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან