16:33 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 13:01:17, 746 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გაცხადდა, რომ გახარია არა „ოცნების“ და ივანიშვილის, არამედ სხვა ვინმეს ან რამის პროექტია

გაცხადდა, რომ გიორგი გახარია არა „ოცნების“ და ივანიშვილის, არამედ სხვა ვინმეს ან რამის პროექტია, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, გიორგი გახარიას მიერ თებერვალში თანამდებობის დატოვება და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, შეიძლება პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი.

„გაცხადდა ამ ყველაფრით, რომ გახარია არ არის არც „ოცნების“ პროექტი, არც ივანიშვილის პროექტი და ამით მე მგონი გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის, სხვა ვინმეს ან სხვა რამეს პროექტი. რაც შეეხება შეფასებას - ღალატი, მოღალატე, ეს საუკეთესოდ ასახავს იმ ყველაფერს, რაც მოხდა ამა წლის თებერვალს საქართველოში, ყველაფერი საუკეთესოდ ასახავს იმას, თუ რა ნაბიჯები გადადგა გახარიამ. ეს იყო გუნდის ღალატი და უფრო მეტიც, როგორც ეს იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეს შეიძლება პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics