22:30 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 12:01:01, 1280 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მე-9 როტაცია დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) წვრთნის კომპონენტი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მომზადებას ბოლო ბატალიონი გაივლის. ვაზიანში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-9 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითი ბატალიონი სწავლებას საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე 13 კვირის განმავლობაში გაივლის. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა ასეულის და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მოემზადება. სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ქვედანაყოფის ტაქტიკურ მოქმედებას, დავალებების სწორად შესრულებას დაეთმობა. ასევე, მოხდება პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირება, საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარება და აღსრულება. ბატალიონს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები მოამზადებენ. მე-9 როტაციის მსვლელობისას საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, პირველი დივიზიის, პირველი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი - „ასკალონი“ გაუწევს. GDRP მე-9 როტაციის ღონისძიებას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის - GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მომზადება 8 ბატალიონმა უკვე გაიარა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics