18:44 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 13:12:28, 1008 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ივანიშვილის განცხადებამ დაგვიდასტურა, რომ ის აკონტროლებს მთავრობას და არსად წასულა

ივანიშვილის განცხადებამ დაგვიდასტურა, რომ ის მართავს ქვეყანას, აკონტროლებს მთავრობას და არსად არ წასულა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, გახარია ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკურ ძალად არ უნდა განიხილებოდეს.

„ივანიშვილის განცხადებამ დაგვიდასტურა ორი რამ, რაც აქამდეც ვიცოდით ყველამ, ვინც პოლიტიკას და საზოგადოებრივ ცხოვრებას ვადევნებთ თვალყურს. ერთი - ის მართავს ქვეყანას, ის აკონტროლებს მთავრობას და არსად არ წასულა. მეორე - მას სურს, რომ გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები, რადგან პოტენციურად მომავალში ძალიან რთულ მდგომარეობაში ხედავს „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ შანსებს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics