16:35 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 11:37:54, 1076 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გახარია, ივანიშვილი, კობახიძე, თალაკვაძე, ყველა პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში გაჭირვებაზე

კვირიკაშვილი რომ გადააყენეს, ბავშვების შიმშილი მისი ბრალიაო, იმის მერე რა, ბავშვები მაძღრები არიან?!, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ივანიშვილი გახარიას აბრალებს, გახარია ივანიშვილს და ყველა ეს საკითხი შემოგდეულია, რათა არ იყოს მსჯელობა რეალურ პრობლემებზე.

„ივანიშვილი გახარიას აბრალებს, გახარია ივანიშვილს აბრალებს, კობახიძე ვიღაცას აბრალებს და ა.შ. ეს ხომ პირველად არ ხდება, გახსოვთ კვირიკაშვილი რომ გადააყენეს, ბავშვების შიმშილი კვირიკაშვილის ბრალიაო, იმის მერე რა ბავშვები მაძღრები არიან საქართველოში? შიმშილი აღარ არის? ყველა ეს საკითხი შემოგდებულია იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიმსჯელოთ რეალურ პრობლემებზე. ჩემთვის გაცილებით მნიშველოვანია ის, რომ გახარიაც, ივანიშვილიც, კობახიძეც, თალაკვაძეც, სულ ყველანი პასუხისმგებლები არიან ამ ქვეყანაში კატასტროფულ გაჭირვებაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics