|
2021-06-04 15:20:30, 1219 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსა და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. „ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთს შორის“ - პროექტის ძირითადი მიზანი კატასტროფის რისკის მართვის სისტემის გაუმჯობესება, შესაძლებლობების განვითარების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნაა. შეთანხმება ხელს შეუწყობს საზღვრისპირა თანამშრომლობასა და კოორდინაციას სომხეთისა და საქართველოს EMT– ებს შორის კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს და შეიმუშავებს ტრანსსასაზღვრო პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს. მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. „ვფიქრობ, რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი დაიწყო. საყოველთაო პანდემიამ და გახშირებულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა დაგვანახა, რომ ქვეყნების მზაობა კატასტროფების მიმართ ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად შევძლებთ ეფექტური მექანიზმების შექმნას კატასტროფებზე ერთობლივი რეაგირებისთვის“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა. პირველად, საქართველოსა და სომხეთში ჩამოყალიბდება გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭირო რესურსით. ქართული და სომხური გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას გაივლიან და საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების შედეგად დაზარალებულ პირთათვის დახმარებას უზრუნველყოფენ. სამინისტრო მემორანდუმით მისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მეშვეობით განახორციელებს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე კალანდიას განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციის შედეგად გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. „პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საქართველოსა და სომხეთში, ჯანმოს აკრედიტაციის შედეგად გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო რესურსით და ექნებათ მზაობა და კომპეტენცია მოახდინონ გადაუდებელ სიტუაციებზე ეფექტური რეაგირება. აღნიშნული ჯგუფის შექმნა კიდევ უფრო აქტუალურია დღეს- გლობალური პანდემიის პირობებში”,-განაცხდა ალექსანდრე კალანდიამ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლენა ნანუშიანმა და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის დირექტორი დიმიტრიე ტოდოროვიჩდა მოაწერეს.
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)