17:24 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-02 14:42:47, 622 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - 20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე ივანიშვილს

20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, მე ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის გამო, აეროპორტში მასზე თავდასხმა განხორციელდა.

„ძიუდოისტის ცემის ამბავი თავისთავად აბსურდია, იმ კაცს, რომ შეხედავ ხელები და ფეხები ერთი ზომის აქვს, რანაირად უნდა ცემო არვიცი,მაგრამ როგორც ჩანს საცემი ნამდვილად არის, ამხელა უბედურებაზე რომ წავა ხელისუფლებასთან.

ეს საქმე იყო დავალებული პირადად ივანიშვილისგან, მე არ მიყვარს ხოლმე გაბუქვა, მაგრამ ამ შემთხვევაში პირადად ივანიშვილის ორგანიზებულია. იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა 20 ივნისის გაგრძელებას, როდესაც გახარიამ უარი თქვა, თუ ათქმევინეს მოლაპარაკებაზე, სადაც მე, მელია და სხვები უნდა შევსულიყავით, შემდეგ კი ცეცხლი დაგვიშინეს.

ამის მერე, მე საჯაროდ ყველა ეთერში ვაგინე დედა ბიძინა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ფორმა და დამოკიდებულება მისი მისამართით. ჩვენ ვიცით ასეთ საქციელზე როგორ რეაგირებს მისი ოჯახი, ვნახეთ ჩანაწერები, ბავშვებსაც კი უსწორდებოდნენ. ამის შედეგი იყო სწორედ ზონდერების მხრიდან აეროპორტში თავდასხმა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გიგი უგულავას პროცესი გაიმართება.  მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics