18:14 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-30 13:22:25, 844 ნახვა

პოლიტიკა
საშემოსავლო გადასახადების გადახდა სულ მცირე ექვსი თვით კიდევ გადავადდეს - გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მიმართავს.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, პირველი ივნისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნელებს საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ, რაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ყოვლად მიუღებელია .

გიორგი ვაშაძე ირაკლი ღრიბაშვილს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ადამიანებზე არსებული შეღავათების კიდევ ექვსი თვით გადავადება.

„მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულებს მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის სრულად გადახდა, რაც ამ არსებულ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაში ფაქტობრივად შეუძლებელ;ი და წარმოუდგენელია.

ამიტომ, მოვითხოვთ და ვაყენებთ საკითხს, რომ კიდევ ექვსი თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ის შეღავათები რაც დღეს არის ზოგადად ქვეყანაში. კოვიდ კრიზისამდე უმძიმესი პირობები იყო ქვეყანაში კოვიდ კრიზისმა საერთოდ გააღარიბა და გაანადგურა ქართული ბიზნესი, დაგვაკარგინა ბევრი სამუშო ადგილი და რაც არის დარჩენილი იმის შენარჩუნება არის ამოცანა ნომერი პირველი.

აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ დროული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხრიდან, რომ კიდევ ექვსი თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ეს შეღავათები კვლავ იმ კატეგორიაზე ვისზეც ვრცელდებოდა ამ ერთი წლის მანძილზე. რატომ იგვიანებთ? რატომ არ აკეთებთ ჩემთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics