18:15 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-29 18:20:11, 1053 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - გადავდექი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული ინტერესი სახელმწიფოზე მაღლა დააყენა

გადავდექი, რადგან კონკრეტულ მომენტში „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული ინტერესი სახელმწიფოზე მაღლა დააყენა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი ახალი პარტიის, „საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მან 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ „ქართული ოცნება" დაშორდა რეალურ პრობლემებს და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა უფრო მნიშვნელოვნად აქცია.

„დღეს საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს, იმასთან დაკავშირებით რატომ ვართ დღეს აქ, რატომ ვაფუძვნებთ პოლიტიკურ მოძრაობა „საქართველოსთვის“, მე ვიყავი ამ პოლიტიკური გუნდის, რეალობის ნაწილი და მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან, გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს ჩვენი რიგითი მოქალაქეების პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. გადავდექი იმიტომ, რომ ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად, 8-წლიანი მმართველობის შემდგომ, მმართველი პარტია თავის ყველაზე დიდ მიღწევებს, ადარებდა 10-15 წლის წინ რეალობას და ამით, განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას. არავინ არ უარყოფს იმას, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა ბევრად უკეთესია, ვიდრე 10-15 წლის წინ, ეს ფაქტია. გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics