2021-05-29 16:48:22, 830 ნახვა
პოლიტიკა
„ექსპო ჯორჯიაში“, სადაც გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ
„ექსპო ჯორჯიაში“, სადაც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
ადგილზე სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ და „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტები არიან შეკრებილნი, რომლებიც გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას და პარტიის წარდგენას აპროტესტებენ.
ცოტა ხნის წინ, ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოჩენას ხმაური მოჰყვა, ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან