18:03 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 13:04:47, 564 ნახვა

პოლიტიკა
ამნისტიის კანონპროექტზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა

19-20 ივნისის მოვლენებზე მომზადებულ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტია „ლელოს" მოთხოვნები სრულად ეწინააღმდეგება და არღვევს შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების არსს და სულისკვეთებას.

მანვე დასძინა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო შეთავაზება, ამიტომ მმართველი გუნდი მზადაა, რომ პოზიციების დასაახლოებლად იმსჯელოს ოპოზიციასთან.

„როდესაც საუბრობ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც არა თუ შეთანხმებაში არ ყოფილა განხილული, არამედ პირიქით, საკუთარი პასუხისმგებლობის კონკრეტულ სამოქალაქო პირებზე გადატანას ემსახურება, პირდაპირ არღვევს შეთახმების არსს. ამით ის სულისკვეთება, რაც ჩაიდო შეთანხმებაში, ვერ შესრულდება და დავარღვევთ. ამიტომ „ლელოს“ აქვს ეს მოთხოვნები, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვიქნებით თანაზიარნი. სხვა ოპოზიცურ ჯგუფებს აქვთ თანამშრომლობის მოლოდინი გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით. ამიტომ იყო პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან შემოთავაზება, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ვიმსჯელოთ და დავაახლოვოთ პოზიციები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics