18:52 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 12:10:34, 812 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აშშ-ის მთავრობის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვის წერილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და გმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. შეერთებული შტატები და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, რაც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე. მომდევნო წლებში მზად ვართ, საქართველოს მხარდასაჭერად, რადგან ის მუშაობს დემოკრატიული პროცესების განმტკიცების, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისა და პარლამენტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, ასევე მათ ძალისხმევას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისკენ, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესში. ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის სულისკვეთებით, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით და ვაფასებთ მის წვლილს ნატოს ავღანეთის მისიაში. ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქართველებს, რომლებმაც თავი გაწირეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics