|
2021-05-25 15:55:57, 697 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი - დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა პარლამენტის დარბაზში, თუ რამე სისულელეს ვიტყვი, არ დამცინოთ
ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომელსაც რომ უყურებ, თითქოს ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება სწორედ პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის კონსტრუქციის აღებაზე კონსუნსის მიღწევა იქნება. „დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამეს ისეთს ვიტყვი სისულელეს, არ დამცინოთ. ასეთი განცდა მაქვს, რომ ბევრი რაღაცა მინდოდა მეთქვა, რადგან პირველი გამოსვლა იყო. გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რომ რა არის ასეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც შემიძლია ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, იმიტომ, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ფაქტობრივად, ამიტომ, გადავწყვიტე, რაც მართლა მაწუხებს ის გითხრათ, ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომელსაც რომ უყურებ, თითქოს ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა მე რაღაცნაირად არ მინდა. ამის გამო დავიწყე თქვენთან კომუნიკაცია, ვის მოსწონს ეს ღობე, ვის არ მოსწონს და უმრავლესობას არ მოსწონს, გარწმუნებთ. გუშინ განათლების კომიტეტში იყო გიორგი კაკაურიძე მოსული და შემთხვევით ვისარგებლე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი რომ მოვიდა და ვკითხე, ამ კრიზისში რომ ვართ- მეთქი, გამოსვლის რამე ღონისძიება ხომ არ გაქვთ, რომელიც საჯაროდ არ ვიცითთქო. ბოლო 2 წელიწადში 8 მილიარდი გვაქვს ნასესხები, 1 ქართველი კაცი დაბადებიდან 72 წელი, ვიდრე იცოცხლებს, მაქსიმუმ მილიონ ლარს ქმნის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ანუ ჩვენ 8 ათასი ადამიანი მთელი ცხოვრებით მონებად გავყიდეთ, ფაქტობრივად. საერთოდ პრობლემა არ არისო, გიორგი კაკაურიძემ მითხრა. შალვა პაპუაშვილსაც ვკითხე, შენ რა აზრის ხარ მეთქი და შალვა პაპუაშვილმა მითხრა, რომ ეგ შეიძლება ჩვენი კომპეტენცია არ არისო. მე კიდევ რას გეტყვით იცით, ჩემი აზრით, ამ დარბაზის კომპეტენციაა ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად აქციოს თუ სამოთხედ გადააქციოს და მართლა შეგვიძლია ჩვენ რომ გვჯეროდეს, მაგ გადაწყვეტილებების მიღების უნარი გვაქვს, რაც მართლა რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს. ხოდა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა შემოგთავაზოთ, იქნებ ის ღობე ავიღოთ კონსესუნსით“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)