19:41 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 13:29:48, 817 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა - ოპოზიციისგან გაკეთდა განცხადებები, რომ არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და დაბრუნდნენ პარლამენტში

ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება, ამიტომ შემოვიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბრიუსელში, EURACTIV-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ ვერ დაამტკიცეს, რომ არჩევნებიი გაყალბდა და ამიტომ, ისინი კვლავ პარლამნეტში დაბრუნდნენ და მათი აზრით, მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად გარეთ რჩება, ჩვენ კვლავ ვხედავთ, კარვებს პარლამენტის წინ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არ აქვს 43%-ზე ნაკლების აღების მოლოდინი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი 43%-ზე ნაკლებს აიღებს, გაიმართება მოლაპარაკებები ვადამდელი არჩევნების თარიღის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში.

„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს. იმ შემთხვევაში, თუ 43%-ზე ნაკლებს მივიღებთ, ეს გამოწვევს შეთანხმების გათვალისწინებული პუნქტის შესრულებას, რომლის მიხედვითაც, გაიმართება მოლაპარაკებები ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის თარიღზე. ადრეული გამოკითხვით, რომელიც რეგულარულად ტარდება, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მოლოდინი, რომ 43%-ზე ნაკლებს აიღებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო - იშოპინგეთ Extra -ზე და დააგროვეთ მეტი PLUS და MR ქულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics