20:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 12:42:21, 408 ნახვა

რეგიონი
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას უმასპინძლა. სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის  შესრულების შესახებ სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების 2020 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა გააკეთა.

კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის  იმპლემენტაციის პროცესის შესახებ მოხსენებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი წარდგა.

ქვემო ქართლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ისაუბრა.

კომიტეტის გასვლით ხსდომაზე მოხსენებით ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის  მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია წარდგნენ. სხდომას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა. გასვლითი კომიტეტის სხდომას ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის  მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, სტუმრებმა ქალაქ ბოლნისში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები  და ელიას მთაზე არსებული სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.

“ბოლნისმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომას უმასპინძლა. სხდომაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული. პირადად მე კანომდებლებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიან რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესში არსებულ ხარვეზები გავაცანი. ჩვენთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, ქვეყნის საკანომდებლო ორგანოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პარლამენთთან ურთიერთობით მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო კანონპროექტების შემუშავება ხდება, რაც თითოეული თვითმმართველობის სწრაფი და ეფექტური განვითარებას განაპირობებს”,  - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics