2021-05-14 13:05:56, 1813 ნახვა
ომი უკრაინაში
14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 81 076 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 81 076 პირია აცრილი.
NCDC-ის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 13 507 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მსურველები საიტ booking.moh.gov.ge-ს უნდა ეწვიონ ან დარეკონ ნომერზე 1522.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან